გრიგორი იაკობის ძე პერელმანი 1966 წელს ლენინგრადში დაიბადა. მამამისი
ინჟინერელექტრიკოსი იყო, რომელიც 1993 წელს ისრაელში ემიგრაციაში წავიდა.
გრიგორის დედა „პეტეუში“ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა და სწორედ
მშობლებმა შეაყვარეს მას მათემატიკა.
პერელმანმა ლენინგრადის 239-ე ფიზიკურ-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. 1982
წელს საბჭოთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ბუდაპეშტის მათემატიკის ოლიმპი-
ადაზე საბჭოთა გუნდს ოქროს მედალი მოუტანა.
16 წლის ასაკში იგი ყოველგვარი გამოცდების გარეშე ლენინგრადის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიიღეს, რაც იმ დროის მოვლენად
შეფასდა.

პერელმანი მხოლოდ „ხუთებზე“ სწავლობდა და ამისთვის იგი ლენინის სტიპენდიას
იღებდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის
ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა გამოცდები საკანდიდატო დისერტაციის დაცვის
შემდეგ კი,ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

1992 წელს პერელმანი ნიუ-იორკის და სტონი ბრუკის უნივერსიტეტებში იყო მიწვე-
ული ლექციების წასაკითხად. ამერიკელი მეცნიერები იხსენებდნენ, რომ ამერიკაში ყოფნის
პერიოდში, პერელმანს ერთი და იგივე ველვეტის პიჯაკი ეცვა, თითქმის არ იჭრიდა ფრჩხი-
ლებს ხელებზე და მხოლოდ პურით, ყველითა და რძით იკვებებოდა. ფიქრის დროს კი კედელს

ჩოგბურთის ბურთს ესროდა და იჭერდა. შეერთებულ შტატებში იგი 1996 წლამდე დარჩა და
ბოლო პერიოდში ბერკლის უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობას ლექციების წაკითხვას
უთავსებდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მუშაობა ისევ სტეკლოვის სახელობის ინსტიტუტში

განაგრძო, სადაც 2003 წლამდე იმუშავა. შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად წასვლა-
ზე განცხადება დაწერა. გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი კოლეგებთან, სანკტ-პეტერბურგის
კუპჩინოს რაიონში, დედის სახლში ჩაიკეტა, წვერი მოუშვა და ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა.
ამბობენ, რომ მისი შემოსავლის ძირითადი წყარო რეპეტიტორობა და დედის პენსიაა, მაგრამ
დაზუსტებით ამას ვერავინ ამტკიცებს.

გარე სამყაროსთან პერელმანს ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. იგი არ იძლევა
ინტერვიუებს და სრულიად არ ეკონტაქტება პრესას და ტელევიზიას. ბრიტანელი ჟურნა-
ლისტების მტკიცებით, პერელმანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. „დეილი მეილის“ ჟურნა-

ლისტებმა პერელმანის კარის მეზობლის, ვერა პეტროვნას ინტერვიუ გამოაქვეყნეს, რომლის-
განაც ცნობილი გახდა, რომ გენიოსს სახლში მხოლოდ ერთი მაგიდა, ხის სკამი და ლოგინზე

დაგდებული ბინძური ლეიბი აქვს, რომელიც მისი ბინის ყოფილი ბინადრებისგან, ლოთი
ცოლ-ქმრისგან შერჩა. გარდა ამისა, პერელმანის სახლი გატენილია ტარაკნებით, რომლებსაც

მთელი სამეზობლო უშედეგოდ ებრძვის.
სამეცნიერო სამყაროში გრიგორი პერელმანი გრიშას სახელით არის ცნობილი. ასე მოიხ-
სენიებენ მას მისი დასავლელი კოლეგები და ჟურნალისტები. სწორედ „გრიშა პერელმანის“ სახე-
ლით გამოაქვეყნა მან ინტერნეტში თავისი მასალები 2002-2003 წლებში. მან გადატრიალება

მოახდინა მათემატიკურ სამყაროში. რვა წლის განმავლობაში პერელმანი „პუანკარეს ჰიპოთეზის“
ამოხსნაზე მუშაობდა. ეს ჰიპოთეზა ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკურ გამოცანად ითვლებოდა
საუკუნის განმავლობაში და მისი ამოხსნა უდიდესი აღმოჩენაა კაცობრიობის ისტორიაში.
მისი ამოხსნისთვის მილიონი დოლარი საპრიზო თანხა იყო გამოყოფილი. ფრანგი მათემა-
ტიკოსის ანრი პუანკარეს ჰიპოთეზა ასე ფორმულირდება – ნებისმიერი ჩაკეტილი ერთკავში-
რიანი სამგანზომილებიანი სივრცე ჰომეომორფირებულია სამგანზომილებიან სფეროსთან.

მკითხველისთვის გასაგებ ენაზე : ვაშლს რომ რეზინის ლენტი შემოვახვიოთ და შემდეგ
ეს ლენტი დავჭიმოთ, მაშინ ვაშლი ერთ წერტილში, შეიკუმშება . იგივე ლენტი, რომ ბლითს
შემოვახვიოთ, ერთ წერტილში მას ვერ შევკუმშავთ, რადგან ან ბლითი გაწყდება ან რეზინი.
ამ შემთხვევაში ვაშლს უწოდებენ „ერთკავშირიან“ სფეროს, ხოლო ბლითი არაა „ერთკავშირიანი“.

1904 წელს პუანკარემ დაადგინა, რომ ორგანზომილებიანი სფერო ერთკავშირიანია და ივა-
რაუდა, რომ სამგანზომილებიანი სფეროც იგივეა. ამ ჰიპოთეზის დამტკიცებას მსოფლიოს საუკე-
თესო მათემატიკოსები ცდილობდნენ და მხოლოდ ასკეტმა მეცნიერმა, მორცხვმა გრიშა პერელ-
მანმა მოახერხა მისი ამოხსნა. მასზე პასუხი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს სამყაროს ფორმის
გაგებაში.

2006 წელს „პუანკარეს ჰიპოთეზის“ ამოხსნისთვის გრიგორი პერელმანს საერთაშორისო
პრემია „ფილდსის მედალი“ მიაკუთვნეს, მაგრამ მან უარი განაცხადა მის მიღებაზე. იმავე წელს

ჟურნალმა „საიენსმა“ ეს აღმოჩენა სამეცნიერო გარღვევად აღიარა მათემატიკაში.
2007 წელს ბრიტანულმა „დეილი ტელეგრაფმა“ თანამედროვეობის ასი ცოცხალი
გენიოსის რეიტინგი გამოაქვეყნა და გრიგორი პერელმანს მე-9 პოზიცია ჰქონდა დაკავებული.

2010 წლის 18 მარტს კემბრიჯის უნივერსიტეტის, კლეის მათემატიკურმა ინსტიტუტმა
გამოაცხადა, რომ გრიგორი პერელმანს ჰიპოთეზის ამოხსნისთვის „მილენიუმის“ პრემიის,

ერთი მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხას გადასცემდნენ.
2010 წლის 23 მარტს პერელმანმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, მაგრამ საბოლოო
პასუხი ჯერჯერობით არ უთქვამს. ასე რომ, დღემდე გამოცანად რჩება, აიღებს თუ არა გენიოსი,
საკუთარ თავში ჩაკეტილი გრიშა პერელმანი კუთვნილ მილიონ ამერიკულ დოლარს.

P.S. ორგანიზაცია „პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის კომუნისტების“ წევრები
სთხოვენ გრიგორი პერელმანს, რომ ის მილიონი დოლარი, რომლის მიღებაზეც უარსგანაცხადებს,

მათ ორგანიზაციას გადასცეს, რათა მათ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის აკადემქალაქის
აშენება შეძლონ. დარჩენილი თანხით კი მუმი-ფიცირებული ლენინის მავზოლეუმში შენახვის
ხარჯებს დაფარავენ. პერელმანი ჯერჯერობით დუმს, ხოლო ერთადერთი ვინც მოიწონა მისი
საქციელი, მილიონი დოლარის იგნორირებასთან დაკავშირებით, რუსეთის ლიბერალ-დემოკ-
რატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვოლფის ძე ჟირინოვსკია. მან განაცხადა:

„ჩვენი მეცნიერები ბინძურ დოლარებზე არ იყიდებიან“.
Комментариев нет:
Отправить комментарий