Wikipedia

Результаты поиска

სიახლეები

                                                   სიახლეები მათემატიკოსების შესახებ




        გრიგორი იაკობის ძე პერელმანი 1966 წელს ლენინგრადში დაიბადა. მამამისი ინჟინერ-
ელექტრიკოსი იყო, რომელიც 1993 წელს ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. გრიგორის
 დედა „პეტეუში“ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა და სწორედ მშობლებმა შეაყვარეს
 მას მათემატიკა. 
         პერელმანმა ლენინგრადის 239-ე ფიზიკურ-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. 1982 წელს
 საბჭოთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ბუდაპეშტის მათემატიკის ოლიმპიადაზე საბჭოთა
 გუნდს ოქროს  მედალი  მოუტანა.
          16 წლის  ასაკში  იგი ყოველგვარი გამოცდების გარეშე ლენინგრადის სახელმწიფო    უნივერსი-
ტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიიღეს, რაც იმ დროის მოვლენად შეფასდა.   პერელმანი
 მხოლოდ „ხუთებზე“ სწავლობდა და ამისთვის იგი ლენინის სტიპენდიას იღებდა. უნივერსიტეტის
 დამთავრების შემდეგ, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა
 გამოცდები საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი, იმავე ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-
მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.
        1992 წელს პერელმანი ნიუ-იორკის და სტონი ბრუკის უნივერსიტეტებში იყო მიწვეული ლექცი-
ების  წასაკითხად. ამერიკელი მეცნიერები იხსენებდნენ, რომ ამერიკაში ყოფნის პერიოდ-
ში, პერელმანს ერთი და იგივე ველვეტის პიჯაკი ეცვა, თითქმის არ იჭრიდა ფრჩხილებს ხელებზე 
და მხოლოდ პურით, ყველითა და რძით იკვებებოდა. ფიქრის დროს კი კედელს ჩოგბურთის 
ბურთს ესროდა დაიჭერდა. შეერთებულ შტატებში იგი 1996 წლამდე დარჩა და ბოლო პერიოდში
 ბერკლის უნივერსიტეტში  სამეცნიერო მუშაობას  ლექციების  წაკითხვას უთავსებდა.
                 სამშობლოში დაბრუნებულმა მუშაობა ისევ სტეკლოვის სახელობის ინსტიტუტში  განაგრძო,
 სადაც 2003 წლამდე იმუშავა.   შემდეგ კი  ყველასთვის  მოულოდნელად  წასვლაზე  განცხადება დაწერა. 
  გაწყვიტა  ყოველგვარი  კავშირი  კოლეგებთან,   სანკტ-პეტერბურგის კუპჩინოს   რაიონში,  დედის
  სახლში ჩაიკეტა,  წვერი  მოუშვა და ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა. ამბობენ, რომ მისი შემოსავლის
  ძირითადი  წყარო  რეპეტიტორობა და დედის პენსიაა,  მაგრამ დაზუსტებით ამას  ვერავინ 
ამტკიცებს. 
               გარე სამყაროსთან პერელმანს ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს.  იგი არ იძლევა
 ინტერვიუებს  და სრულიად არ ეკონტაქტება პრესას და  ტელევიზიას.     ბრიტანელი   ჟურნალის-
ტების  მტკიცებით,პერელმანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. „დეილი მეილის“ ჟურნალისტებმა
 პერელმანის კარის მეზობლის, ვერა  პეტროვნას  ინტერვიუ  გამოაქვეყნეს, რომლიდანაც  ცნობილი 
გახდა, რომ გენიოსს  სახლში  მხოლოდ ერთი მაგიდა, ხის სკამი და ლოგინზე დაგდებული ბინძური
 ლეიბი აქვს, რომელიც მისი ბინის 
ყოფილი   ბინადრებისგან,   ლოთი ცოლ-ქმრისგან შერჩა. გარდა  ამისა, პერელმანის სახლი  გატენილია 

ტარაკნებით, რომლებსაც მთელი სამეზობლო უშედეგოდ ებრძვის. 

               სამეცნიერო სამყაროში გრიგორი პერელმანი გრიშას სახელით არის ცნობილი. ასე მოიხსენი-
ებენ მას მისი  დასავლელი კოლეგები და ჟურნალისტები. სწორედ „გრიშა პერელმანის“ სახელით
  გამოაქვეყნა მან ინტერნეტში  თავისი მასალები 2002-2003 წლებში.  მან   გადატრიალება მოახდინა
 მათემატიკურ სამყაროში. რვა წლის განმავლობაში   პერელმანი „პუანკარეს ჰიპოთეზის“ ამოხსნაზე
 მუშაობდა.
        ეს ჰიპოთეზა ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკურ   გამოცანად ითვლებოდა საუკუნის განმავლობაში 
და მისი ამოხსნა უდიდესი აღმოჩენაა კაცობრიობის  ისტორიაში. მისი ამოხსნისთვის მილიონი დოლარი 
საპრიზო თანხა  იყო გამოყოფილი. ფრანგი მათემატიკოსის ანრი პუანკარეს ჰიპოთეზა  ასე ფორმულირ-
დება  – ნებისმიერი ჩაკეტილი ერთკავშირიანი სამგანზომილებიანი სივრცე ჰომეომორფირებულია  
 სამგანზომილებიან  სფეროსთან.  მკითხველისთვის  გასაგებ ენაზე :  ვაშლს  რომ რეზინის ლენტი
 შემოვახვიოთ  და შემდეგ ეს ლენტი დავჭიმოთ,   მაშინ  ვაშლი  ერთ  წერტილში, შეიკუმშება .  იგივე
 ლენტი, რომ ბლითს შემოვახვიოთ, ერთ წერტილში მას ვერ  შევკუმშავთ, რადგან ან ბლითი გაწყდება 
 ან რეზინი.ამ შემთხვევაში ვაშლს უწოდებენ „ერთკავშირიან“ სფეროს,   ხოლო ბლითი არაა „ერთკავში-
რიანი“. 
                  1904 წელს პუანკარემ დაადგინა, რომ ორგანზომილებიანი სფერო ერთკავშირიანია და ივარა-
უდა, რომ სამგანზომილებიანი სფეროც იგივეა. ამ ჰიპოთეზის დამტკიცებას მსოფლიოს  საუკეთესო
 მათემატიკოსები ცდილობდნენ და მხოლოდ ასკეტმა მეცნიერმა, მორცხვმა გრიშა  პერელმანმა მოახერ-
ხა მისი ამოხსნა. მასზე პასუხი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს სამყაროს ფორმის გაგებაში. 

                  2006 წელს „პუანკარეს ჰიპოთეზის“ ამოხსნისთვის გრიგორი პერელმანს საერთაშორისო პრემია
 „ფილდსის მედალი“ მიაკუთვნეს, მაგრამ მან უარი განაცხადა მის მიღებაზე. იმავე წელს ჟურნალმა „საი-
ენსმა“
 ეს აღმოჩენა სამეცნიერო გარღვევად აღიარა მათემატიკაში. 2007 წელს ბრიტანულმა „დეილი ტელეგ-
რაფმა“თანამედროვეობის ასი ცოცხალი გენიოსის რეიტინგი გამოაქვეყნა და გრიგორი პერელმანს მე
-9 პოზიცია ჰქონდა დაკავებული. 2010 წლის 18 მარტს კემბრიჯის უნივერსიტეტის, კლეის მათემატი-
კურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ გრიგორი პერელმანს ჰიპოთეზის ამოხსნისთვის „მილენიუმის“
 პრემიის, ერთი მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხას გადასცემდნენ. 2010 წლის 23
 მარტს პერელმანმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ
 უთქვამს. ასე რომ, დღემდე გამოცანად რჩება, აიღებს თუ არა გენიოსი, საკუთარ თავში ჩაკეტილი
 გრიშა პერელმანი კუთვნილ  მილიონ ამერიკულ დოლარს. 
             P.S. ორგანიზაცია „პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის კომუნისტების“ წევრები სთხოვენ 
გრიგორი პერელმანს, რომ ის მილიონი დოლარი, რომლის მიღებაზეც უარს განაცხადებს, მათ ორგანი-
ზაციას გადასცეს,რათა მათ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის აკადემქალაქის აშენება შეძლონ. დარჩე-
ნილი თანხით კი მუმიფიცირებული ლენინის მავზოლეუმში შენახვის ხარჯებს დაფარავენ. პერელმანი
 ჯერჯერობით დუმს, ხოლო   ერთადერთი   ვინც მოიწონა მისი საქციელი, მილიონი დოლარის
 იგნორირებასთან დაკავშირებით,რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ 
ვოლფის  ძე ჟირინოვსკია. მან განაცხადა:„ჩვენი მეცნიერები  ბინძურ დოლარებზე არ იყიდებიან“. 


                                                                       ჯ  ი  ლ  დ  ო  ე  ბ  ი  

                                                                ალფრედ ბერნჰარდ ნობელი 

         ნობელის პრემია — ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი 
 დამაარსებლის   შვედი ინჟინრის,  ქიმიკოსის,  გამომგონებლისა და    მრეწველის
 ალფრედ ბ. ნობელის  პატივსაცემად.
    
        ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა
  შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი.  პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და
 სარწმუნოების  განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის,   ქიმიის, მედიცინისა და
 ფიზიოლოგიის, მხატვრული  ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და
 უახლესი მიღწევებისათვის.
         ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი,
დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის
  პრემიის ფონდის შემოსავლით  (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი).
        ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების   უფლება  აქვს სტოკჰოლმის
  სამეფო  მეცნიერებათა  აკადემიას (ფიზიკის და ქიმიის დარგში, 
მემორიალური  პრემია  ეკონომიკის დარგში — 1968), 
       კაროლინის სამეფო სამედიცინო — ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში
 (ფიზიოლოგიასა  და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას  სტოკჰოლმში (ლიტერა-
ტურის დარგში), ნორვეგიაში  ნობელის პრემიას მშვიდობის  განმტკიცებისათვის
 ანიჭებს ნორვეგიის  პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის  კომიტეტი.
 ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ  პირებს და მხოლოდ ერთხელ.
 (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მარი სკლოდოვსკა-კიურიმ
ნობელის პრემია მიიღო ორჯერ — 1903 და 1911).
             ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა
 და ოსლოში ყოველი წლის 10დეკემბერს — ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც 
ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901წელს. ნობელის
 პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში — ს.რენტგენს(1901),მ.პლანკს  (1918), 
ა.აინშტაინს,(1921), ნ.ბორს (1922), ე.რეზერფორდს (1908),ლევ ლანდაუს(1962) და სხვებს.
 ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში — ი.პავლოვს, (1904), რ.კოხს (1905) და სხვებს.
ლიტერატურის დარგში —რ.თაგორს  (1913),რ.როლანს  (1915), თ მანს (1929),მ.შოლოხოვს  
(1965) და სხვებს.

                                            ფილდზის მედალი

       ფილდსის მედალი  (  Fields Medal) — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ
ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ 
კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
          პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდზის  ანდერძით. 
  პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული
 გახდა.მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატი-
კოსი  მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.
   ფილდზის მედალი საყოველთაოდ მათემატიკის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა.
 მედალს  თან ახლავს ფულადი პრემია, რომელმაც 2006 წელს €10,550 შეადგინა.
    ფილდზის მედალს ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ. ეს შედარება
 არაზუსტია, ვინაიდან მედალს მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გასცემენ და ლაურე-
ატები 40 წლის ასაკს არ უნდა სცილდებოდნენ. უფრო ზუსტად ლაურეატის 40 წლისთავი 
ფილდზის მედლის მიღების წლის 1 იანვრამდე არ უნდა იყოს. ფულადი პრემიაც საკმაოდ
ჩამორჩება  ნობელის პრემიის ლაურეატებისთვის გაცემულ $1,3 მილიონს (როდესაც პრემია
 არ იყოფა). 
       ასევე, ფილდზის მედალი მიენიჭება კვლევის მოცულობისთვის, და არა რაიმე კონკრე-
ტული შედეგისთვის.
       ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც ფილდზის
 მედალი გადაეცა.


Share  

Комментариев нет:

Отправить комментарий

                         geogebra-ში  გაკეთებული  ცილინდრი და  მისი