დისტანციური სწავლება საქართველოში
მოხდა ისე,რომ covid19 -მა მთელი მსოფლიო დააყენა საფრთხის ქვეშ. ყველას და ყველაფერს შეეხო მისი ,,ხელი".გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა.2020 წლის თებერვლის ბოლოდან სკოლები დაითხოვეს 1 აპრილამდე.
შემდეგ 16 აპრილამდე,შემდეგ და ა.შ. არ ვიცით სადამდე.
დავიწყეთ დისტანციური სწავლება. ჯერ მესენჯერში,შემდეგ ზუმში,შემდეგ თიმსში და ვაგრძელებთ თიმსში.
დისტანციურმა სწავლებამ გამოწვევების წინაშე დაგვაყენა ის მასწავლებლები,რომელთაც არ გვქონდა ამის გამოცდილება.დაახლოებით 2-3 კვირა გაჭირდა,თორემ შემდეგ კიდეც მომეწონა,ტექნოლოგიების ათვისების მხრივ მეტი დრო გამოინახა, რესურსებიც შევქმენი, ბლოგზე მუშაობა განვაახლე,ვიდეოს ჩაწერა ვისწავლე და სხვა...
მიდის ცხოვრება დისტანციური სწავლებისა და მუშაობის ფონზე.
სიკვდილიანობის მხრივ დაბალი სტატისტიკა დაფიქსირდა ღვთის მადლითა და შემწეობით. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ამერიკა,მოსკოვი,ესპანეთი,იტალია და...
კომენდატის საათი,შეზღუდვები,ნიღბიანი ხალხი,დისტანციის დაცვა, არა ტრანსპორტი,არა მეტრო ,არა...
მოიხსნა კომენდატის საათი22 მაისს ღამის 12 საათზე.
კოვიდ-19-ის გავრცელება საქართველოში
მწვანე ხაზი აღნიშნავს დადასტურებულ შემთხვევათა მთლიან რაოდენობას; ლურჯი ხაზი აღნიშნავს ამჟამად დაინფიცირებულთა რაოდენობას;
731
193
Комментариев нет:
Отправить комментарий