Wikipedia

Результаты поиска

გაკვეთილები

                                       
                                       
                                                           ღია გაკვეთილები

    2017 წლის 7 ნოემბერს ჩავატარე ღია გაკვეთილი სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის მე-7 კლასში თემაზე ,,მთელი რიცხვები".
                                                           
                         
                                                                   1.                               07.11.2017


მასწავლებელი:
ნინო დიასამიძე
საგანი:
მათემატიკა
კლასი:
VII
თემა:
მთელი რიცხვები
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 35 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ არის.
ესგ-ის სტანდარტი:
მათ.VII.1 მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა,გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გარკვევას მთელ რიცხვთა სიმრავლეში.ყოველ ჯერზე შეძლებს უშეცდომოდ წაიკითხოს,ამოარჩიოს და გამოსახოს მთელი რიცხვები
 რიცხვითი წრფის  წერტილებით.
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევა:
მოსწავლემ უნდა იცოდეს ნატურალური რიცხვები,წილადი რიცხვები,ათწილადი რიცხვები.
აგრეთვე რიცხვითი ღერძი და მათი გამოყენება.

აქტივობა 1:
გახსენება წინარე ცოდნის (ინდივიდუალური მუშაობა)
აქტივობის მიზანი:მოსწავლე გაიხსენებს რა რიცხვები აქვს ნასწავლი.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი დაფაზე დაწერს შეკითხვას ,,რა რიცხვები ვისწავლეთ“.
მისცემს ინსტრუქციას.შეამოწმებს რამდენად გასაგებია 
ინსტრუქცია მოსწავლეებისათვის .გამოიკითხავს შემთხვევითი  შერჩევის პრინციპით (ჩხირებით).
მოსწავლე წაიკითხავს თავის დაწერილს,სხვები
,,+“-ით აღნიშნავენ თუ აქვთ იგივე დაწერილი.ვისაც დარჩა განსხვავებული რიცხვი ბარათის აწევით
 ანიშნებს მასწავლებელს და დაამატებს.შეიძლება 
კონკრეტული მაგალითიც დაწერონ დაფაზე.
   მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებით
 შეაფასებს რამდენიმე მოსწავლეს.
აქტივობა 2:
გახსენება წინარე ცოდნის (წყვილებში მუშაობა)
აქტივობის მიზანი:მოსწავლე ყოველ ჯერზე უშეცდომოდ  ხაზავს რიცხვით ღერძს,ირჩევს 
სხვადასხვა მასშტაბს და აღნიშნავს მასზე წერტი-
ლებს. ჩაწერს მათ.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია. მუშაობენ წყვილებში. დახაზავენ რვეულში. შეაჯერებენ ერთმანეთში და მწვანე ბარათის 
აწევით დააფიქსირებენ მზადყოფნას.შემთხვევითი შერჩევით რომელიმე წყვილი გაარჩევს დაფასთან.
თუ სხვა წყვილს განსხვავებულ მასშტაბიანი აქვს განხილული  ისიც შეიძლება გამოვიდეს.

აქტივობა 3:
უკვე ცნობილი რიცხვთა მწკრივისთვის ახალ რიცხვთა
ცნების მიმატება.მთელი კლასის ჩართულობა.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ტემპერა-ტურის ცვლილების განხილვის საფუძველზე 
უარყოფითი რიცხვის ცნების შემოტანაში გარკვევას 
და მის გამოსახვას რიცხვით წრფეზე.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი დაფაზე გაკრულ სურათზე მიუთითებს მოსწავლეეებს  და ეკითხება
 მათ თუ რა არის მასზე გამოსახული.(სურათზე სამი თერმომეტრია) მოსწავლეები ჩამოწერენ რა ტემპერა-ტურას ხედავენ მასზე. პირველ და მეორე თერმომე-
ტრზე გამოსახულ ტემპერატურას ადარებინებს მესამეზე გამოსახულ ტამპერატურასთან.მასწავლებ-ლის  დახმარებით მოსწავლეები აღმოაჩენენ
უარყოფით რიცხვებს.აღწერენ მოპირდაპირე სიტუაციებს. აქვე განიხილავენ რიცხვით სხივსა
 და წრფეს შორის განსხვავებას.
აქტივობა 4.
ახალი მასალის განმტკიცება (ჯგუფური მუშაობა).
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები წინასწარ მიცემული ბარათებითა და შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით 
ყოველ  ჯერზე უშეცდომოდ ხაზავენ სხვადასხვა 
მასშტაბიან რიცხვით წრფეს,გამოსახავენ მასზე მთელ
 რიცხვებს და ჩაწერენ სათანადო ფორმით.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები მუშაობენ 4 კაციან ჯგუფებში.არის 8 ჯგუფი.მასწავლებელი  იძლევა
 ინსტრუქციას და შემდეგ არიგებს  ბარათებს.
ამოცანა ყველა ჯგუფს მსგავსი აქვს.
მასწავლებელი დადის მერხებს შორის და აკვირ-
დება მათ მუშაობას.ახსენებს დროს და ზოგჯერ ქცევის
წესებს.ან ყველა ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას,ან რამდენიმე(გააჩნია დროის ფაქტორს)
.ჯგუფს აფასებს მომდევნო ნომრის ჯგუფი.(შეფასების რუბრიკები გამოკრულია კედელზე).
აქტივობა 5.
საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი:მოსწავლე განამტკიცებს ახალ მასალას მის მიერ მოძიებული ინფორმაციითა და სავარჯიშოებით.
შეფასება და თვითშეფასება:
                                                
განმავითარებელი და განმსაზღვრელი(იხილეთ შეფა-
სების რუბრიკები)
რესურსები:
საკლასო-საშინაო რვეული,მოსწავლის წიგნი,საწერ-კალამი,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფლომასტერი,
მოსწავლის  მიერ დახატული სურათი,
შეფასების რუბრიკების ფურცლები,ჩხირები,
საშინაო დავალება:
მოსწავლის წიგნიდან  გვ:57  #11, #12, #13 და ინფორმაცია,,რა ტიპის თერმომეტრები არსებობს“.
                   
                    

                                           

                                                        შეფასების  რუბრიკა
                                          საკლასო მუშაობა (ინდივიდუალური)

       1----4
          5----6
        7----8
         9----10
.  მოსწავლე არ იწერს  დაფიდან.

.  მოსწავლე არ ღებულობს საკლასო მუშაობაში  მონა-
წილეობას.

.  მოსწავლე  არ გამოდის დაფასთან, არ პასუხობს კითხვებზე.
მოსწავლეს შეუძლია
ამხანაგის  ნათქვამის გა-
მეორება.

.  მოსწავლე ზოგიერთ
კითხვაზე  პასუხობს მეტ-ნაკლებად  უშეც-დომოდ.

.  მოსწავლე ზოგჯერ გა-
მოთქვამს სურვილს და-
ფასთან  გამოსვლისა და მაგალითის  ამოხსნა შეუძლია  ამხანაგის მი-
თითებით.
.  მოსწავლე ჩართული
არის საგაკვეთილო პროცესში.

.  მოსწავლე პასუხობს
დასმულ  კითხვებზე და თავადაც  სვამს
კითხვას.

.  მოსწავლე ასაბუთებს
საკუთარ მოსაზრებას.

.  მოსწავლეს მეტ-ნაკლებად შეუძლია ამოცანისა თუ მაგალითის  ნათლად
და მკაფიოდ ახსნა.
.  მოსწავლე აქტი-
ურად არის ჩართუ-
ლი საგაკვეთილო
პროცესში.
.  მოსწავლე დამო-
უკიდებლად აკე-
თებს საკლასო და-
ვალებას.
.  მოსწავლე ნათ-
ლად მსჯელობს და
ხსნის  ამოცანასა
თუ მაგალითს.
.  მოსწავლეს შეუძ-
ლია საკუთარი აზრის გამოთქმა და
არგუმენტირებულად
დასაბუთება.










                                                   შეფასების რუბრიკა
                                        პრეზენტაცია  (ჯგუფური მუშაობა)
კრიტერიუმები
    1---4
     5---6
       7---8
       9---10
დროის ლიმიტი
საერთოდ ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის
ლიმიტს.
უმეტესად იცავს
დროის ლიმიტს.
ეფექტურად იცავს   დროს.
ინსტრუქციის დაცვა
საერთოდ ვერ იცავს ინსტრუქ-
ციას.
ხშირად ჭირდება
ინსტრუქციის შეხსენება.
შეუძლია  ინ-
სტრუქციის მი-
ხედვით მუშაობა,
მაგრამ უშვებს მცირეოდენ შეც-
დომებს.
ზედმიწევნით
იცავს ინსტრუქ-
ციას.
აუდიტორიის
ფლობა
ვერ ფლობს აუდიტორიას.
საუბრის დროს
ინტერესის დონე
დაბალია.უშვებს
მრავალ  უზუსტობას.
საუბრის დროს
იწვევს ინტერესს,
მაგრამ უშვებს
მცირე უზუსტობას.
საუბრის დაწყე-ბისთანავე იწვევს
ინტერესს.
საუბრობს დამა-
ჯერებლად.
იპყრობს მსმე-
ნელთა ყურად-
ღებას.
ურთიერთთანა-
მშრომლობა
არ გააჩნია მოს-
მენისა და აზრთა
გაზიარების უნარი
ზოგჯერ ითვა-
ლისწინებს ჯგუ-
ფის წევრების
აზრს.
გააჩნია მოსმენისა და აზრთა გაზი-
არების  უნარი.
ეფექტურად თა-
ნამშრომლობს
ჯგუფის წევრებ-
თან.
ჩართულობა
არ მონაწილეობს
ჯგუფურ მუშა-
ობაში..
ზოგჯერ მონაწი-ლეობს  ჯგუ-
ფურ მუშაობაში.
უმეტესად ჩარ-
თულია ჯგუფურ
მუშაობაში.
აქტიურად არის
ჩართული ჯგუ-
ფურ მუშაობაში.
ლოგიკურობა
არ არის აღწერი-
ლი ფაქტები.
მსჯელობა არა-
მყარია.
მსჯელობა არის
ლოგიკური, მაგ-
რამ არგუმენტე-
ბით ნაკლებად
გამყარებული.
მსჯელობა არის
ლოგიკურად თა-
ნამიმდევრული
და არგუმენტე-
ბით გამყარებუ-
ლი.
დასკვნა
არ არის დასკვნა.
დასკვნა ბუნდო-
ვანია.
დასკვნა არ არის
ამომწურავი.
დასკვნა ამომწუ-
რავია.
ინტერესის სფე-
რო დაკმაყოფი-ლებულია.





                                               შეფასების რუბრიკა
                                              საშინაო   დავალება
საშუალოზე დაბალი
           1---4
          საშუალო
              5---6
საშუალოზე მაღალი
            7---8
             მაღალი
              9---10
Ø  მოსწავლეს არ
აქვს დავალების რვეუ-
ლი არც საწერ-კალამი.

Ø  მოსწავლეს აქვს
დავალების რვეული,
მაგრამ არ უწერია დავა-
ლება.

Ø  მოსწავლეს და-
ვალების რვეული მო-
უწესრიგებული და უს-
უფთაო აქვს.

Ø  მოსწავლეს
ნაწილობრივ უწერია
დავალება.

Ø  მოსწავლეს
უწერია დავალება,
მაგრამ არ შეუძლია
ახსნა.

Ø  მოსწავლის
დავალების რვეული
მეტ-ნაკლებად მოწეს-
რიგებული და სუფ-
თაა.










Ø  მოსწავლეს
სრულყოფილად აქვს
დავალება.ამოცანების
უმეტესობის ახსნა
შეუძლია დასაბუთე-
ბულად.

Ø  საშინაო დავა-
ლების რვეული მო-
წესრიგებული და
სუფთაა.
Ø  მოსწავლეს
დავალება სრულად
აქვს წარმოდგენილი.
შეუძლია ნებისმიერი
ნომრის დასაბუთებ-
ლად ახსნა.

საშინაო დავალების
რვეული ესთეტიკურად  
 გამოიყუ-რება.









                                                                                 II.

              2018 წლის 13 თებერვალს ჩავატარე ღია გაკვეთილი მე-7-ა კლასში.




                                                                გაკვეთილის გეგმა                        13.02.18
მასწავლებელი:
ნინო დიასამიძე
საგანი:
მათემატიკა
კლასი:  /საფეხური:
VII      /    საბაზო
თემა:
მრავალწევრის  მამრავლებად  დაშლა
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 33 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს მოქმედებათა თვისებების გამოყენე-
ბით გამოსახულების გამარტივებას .
ესგ-ის სტანდარტი:
მათ.VII.7 მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულე-
ბის გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.

რესურსები:
საკლასო-საშინაო რვეული,მოსწავლის წიგნი,საწერ-კალა-
მი,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფლომასტერი ან მარკერი,შეფასების რუბრიკების ფურცლები,
ჩხირები,კომპიუტერი...
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევა:
მოსწავლემ უნდა იცოდეს ერთწევრი,მისი სტანდარტული
სახით ჩაწერა,ერთწევრის ხარისხი,მსგავსი ერთწევრები.
მრავალწევრი,მისი ხარისხი,მამრავლებად დაშლის რამდენიმე ხერხი.

შეფასება და თვითშეფასება:
                                                
განმავითარებელი და განმსაზღვრელი(იხილეთ შეფა-
სების რუბრიკები)
აქტივობა 1:
გახსენება წინარე ცოდნის (ინდივიდუალური მუშაობა).
                                                     დრო: (2+3)წთ
აქტივობის მიზანი:  მოსწავლე გაიხსენებს ერთწევრს,მრა-
ვალწევრს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი  მისცემს ინსტრუქციას
მოსწავლეებს სიტყვიერად და აჩვენებს ეკრანზე სლაიდის საშუალებით. შეამოწმებს რამდენად გასაგებია ინსტრუქცია.მისცემს დროს.მოსწავლეები დააფიქსირებენ მზადყოფნას მწვანე ბარათის აწევით.გამოიკითხავს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (ჩხირები).
მოსწავლემ შეიძლება ადგილზევე გასცეს პასუხი ან დაფასთან გამოვიდეს დასაწერად.სხვა მოსწავლემ შეიძ-
ლება შეავსოს საკითხი. მასწავლებელი განმავითარებელი
შეფასებით შეაფასებს რამდენიმე მოსწავლეს.
აქტივობა 2:
გახსენება წინარე ცოდნის (წყვილებში მუშაობა) (2+3)წთ
აქტივობის მიზანი:  მოსწავლე ყოველ ჯერზე უშეცდომოდ
შეასრულებს მრავალწევრის დაშლას მამრავლებად ნას-
წავლი ხერხებით და მიუთითებს რა ხერხი გამოიყენა.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი დაფაზე წერს სამ მა-
გალითს.მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას.ისინი მუშა-ობენ წყვილებში.დაწერენ  რვეულში. შეაჯერებენ ერთ-მანეთში და მწვანე ბარათის აწევით დააფიქსირებენ მზადყოფნას.შემთხვევითი შერჩევით რომელიმე წყვილი
გაარჩევს დაფასთან.

აქტივობა 3:
   მრავალწევრის მამრავლებად დაშლის ცნობილი ხერხე-ბისათვის ახალი ხერხის დამატება,რომელიც კომბინი-რებულია უკვე ცნობილი ხერხების.მთელი კლასის ჩარ-თულობა.(5წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ უკვე ცნობილი
რამდენიმე  ხერხის ერთად   გამოყენებას.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი დაფაზე წერს ერთ ან ორ  მაგალითს, რომელიც მრავალწევრის მამრავლებად
დაშლის რამდენიმე ხერხის ერთდროული გამოყენებით
იხსნება.მოსწავლეების დახმარებით ხსნიან ერთობლივად.

აქტივობა 4.
ახალი მასალის განმტკიცება (ჯგუფური მუშაობა).(8+16)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები წინასწარ მიცემული ბა-
რათებითა და შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით ყოველ
ჯერზე უშეცდომოდ ასრულებენ დავალებას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები დასხდებიან 4 კაციან ჯგუფებში.არის 8 ჯგუფი.მასწავლებელი იძლევა ინს=
ტრუქციას , შემდეგ არიგებს ბარათებს და ასევე ფურცლებს  პრეზენტაციისათვის . ამოცანა ყველა ჯგუფს მსგავსი აქვს.
მასწავლებელი დადის მერხებს შორის და აკვირდება
 მათ მუშაობას.ახსენებს დროს და ზოგჯერ ქცევის
წესებს(თუ საჭირო იქნა). ჯგუფები აკეთებენ
პრეზენტაციას.
ჯგუფს აფასებს მომდევნო ნომრის ჯგუფი.(შეფასების რუბრიკები გამოკრულია კედელზე).
აქტივობა 5.
საშინაო დავალების მიცემა.(1წთ).
აქტივობის მიზანი: მოსწავლე განამტკიცებს ახალ მასალას სავარჯიშოებით.

საშინაო დავალება:
მოსწავლის წიგნიდან    გვ:134    #20,   #21                                                                                                         (#20-ის მითითებით)


                                                       

                                                          შეფასების  რუბრიკა
                                          საკლასო მუშაობა (ინდივიდუალური)
       1----4
          5----6
        7----8
         9----10
.  მოსწავლე არ იწერს  დაფიდან.
.  მოსწავლე არ ღებულობს საკლასო მუშაობაში  მონა-
წილეობას.
.  მოსწავლე  არ გამოდის დაფასთან, არ პასუხობს კითხვებზე.
.  მოსწავლეს შეუძლია
ამხანაგის  ნათქვამის გა-
მეორება.
.  მოსწავლე ზოგიერთ
კითხვაზე  პასუხობს მეტ-ნაკლებად  უშეცდომოდ.
.  მოსწავლე ზოგჯერ გა-
მოთქვამს სურვილს და-
ფასთან  გამოსვლისა და მაგალითის  ამოხსნა შეუძლია  ამხანაგის მი-
თითებით.
მოსწავლე ჩართული
არის საგაკვეთილო პროცესში.
.  მოსწავლე პასუხობს
დასმულ  კითხვებზე და თავადაც  სვამს
კითხვას.
.  მოსწავლე ასაბუთებს
საკუთარ მოსაზრებას.
.  მოსწავლეს მეტ-ნაკლებად შეუძლია ამოცანისა თუ მაგალითის  ნათლად
და მკაფიოდ ახსნა.
.  მოსწავლე აქტი-
ურად არის ჩართუ-
ლი საგაკვეთილო
პროცესში.
.  მოსწავლე დამო-
უკიდებლად აკე-
თებს საკლასო და-
ვალებას.
.  მოსწავლე ნათ-
ლად მსჯელობს და
ხსნის  ამოცანასა
თუ მაგალითს.
.  მოსწავლეს შეუძ-
ლია საკუთარი აზრის გამოთქმა და
არგუმენტირებულად
დასაბუთება.





                                               
                                                   შეფასების რუბრიკა
                                        პრეზენტაცია  (ჯგუფური მუშაობა)

კრიტერიუმები
    1---4
     5---6
       7---8
       9---10
დროის ლიმიტი
საერთოდ ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის
ლიმიტს.
უმეტესად იცავს
დროის ლიმიტს.
ეფექტურად იცავს   დროს.
ინსტრუქციის დაცვა
საერთოდ ვერ იცავს ინსტრუქ-
ციას.
ხშირად ჭირდება
ინსტრუქციის შეხსენება.
შეუძლია  ინ-
სტრუქციის მი-
ხედვით მუშაობა,
მაგრამ უშვებს მცირეოდენ შეც-
დომებს.
ზედმიწევნით
იცავს ინსტრუქ-
ციას.
აუდიტორიის
ფლობა
ვერ ფლობს აუდიტორიას.
საუბრის დროს
ინტერესის დონე
დაბალია.უშვებს
მრავალ  უზუსტობას.
საუბრის დროს
იწვევს ინტერესს,
მაგრამ უშვებს
მცირე უზუსტობას.
საუბრის დაწყე-ბისთანავე იწვევს
ინტერესს.
საუბრობს დამა-
ჯერებლად.
იპყრობს მსმე-
ნელთა ყურად-
ღებას.
ურთიერთთანა-
მშრომლობა
არ გააჩნია მოს-
მენისა და აზრთა
გაზიარების უნარი
ზოგჯერ ითვა-
ლისწინებს ჯგუ-
ფის წევრების
აზრს.
გააჩნია მოსმენისა და აზრთა გაზი-
არების  უნარი.
ეფექტურად თა-
ნამშრომლობს
ჯგუფის წევრებ-
თან.
ჩართულობა
არ მონაწილეობს
ჯგუფურ მუშა-
ობაში..
ზოგჯერ მონაწი-ლეობს  ჯგუ-
ფურ მუშაობაში.
უმეტესად ჩარ-
თულია ჯგუფურ
მუშაობაში.
აქტიურად არის
ჩართული ჯგუ-
ფურ მუშაობაში.
ლოგიკურობა
არ არის აღწერი-
ლი ფაქტები.
მსჯელობა არა-
მყარია.
მსჯელობა არის
ლოგიკური, მაგ-
რამ არგუმენტე-
ბით ნაკლებად
გამყარებული.
მსჯელობა არის
ლოგიკურად თა-
ნამიმდევრული
და არგუმენტე-
ბით გამყარებუ-
ლი.
დასკვნა
არ არის დასკვნა.
დასკვნა ბუნდო-
ვანია.
დასკვნა არ არის
ამომწურავი.
დასკვნა ამომწუ-
რავია.
ინტერესის სფე-
რო დაკმაყოფი-ლებულია.

















     

  2020-2021 წლის სასწავლო წლის პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა და მეორე სემესტრი დაიწყო 1 თებერვალს.
      
       2021 წლის 16 თებერვალს მე-6 დ კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე ,,ათწილადები".






      2022 წლის 4 თებერვალს მე-2 ე კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ,,შეკრების სხვადასხვა ხერხი"




      2022 წლის 4 მაისს მე-6 ბ კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ,, სამკუთხედის ფართობი"

 


შესაბამისი ვიდეო მე-7 დ კლასთან ერთად ჩავატარეთ აქტივობა ,,ვის უყვარს მათემატიკა"














































Комментариев нет:

Отправить комментарий

                         geogebra-ში  გაკეთებული  ცილინდრი და  მისი