ირანელი მარიამ მირზახანი, რომელიც პირველი ქალი ფილდსის მედალოსანი იყო მათემატიკაში, ახლახანს დაიღუპა ამერიკაში 40 წლის ასაკში. ფილდსის მედალით, რომელსაც „მათემატიკის ნობელის პრემიას“ უწოდებენ, ოთხ წელიწადში ერთხელ ოთხ ან ორ მათემატიკოსს აჯილდოვებენ, რომელთა ასაკი 40 წელს არ აღემატება.
ფილდსის მედალი პროფესორ მირზახანის 2014 წელს მიენიჭა კომპლექსურ გეომეტრიასა და დინამიკურ სისტემებზე ნაშრომებისათვის.
პროფესორ მირზახანის და მის მეუღლეს, ჩეხ მეცნიერ იან ვონდრაკს ერთი გოგო ჰყავთ.

ირანელი სპიკერი ალი ლარიჯანი იყენებს პროფესორი მირზახანის ძველ ფოტოს, სადაც ამბობს, რომ მისმა დაკარგვამ „დიდი სინანული გამოიწვია“.
ფოტო: INSTAGRAM
სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მარკ ტეზიე-ლავინმა პროფესორი მირზახანი ასე დაახასიათა: „ბრწყინვალე მათემატიკოსი და ასევე თავმდაბალი პიროვნება, რომელიც ჯილდოებს იმ იმედით თანხმდებოდა, რომ ის ოდესღაც ვიღაცას სტიმულს მისცემდა, რომ მის კვალს გაჰყოლოდა“.
„მარიამი ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ მისი გავლენა სამუდამოდ იცოცხლებს იმ ათასობით ქალზე, რომლებიც მან შთააგონა, რომ მათემატიკასა და მეცნიერებას გაჰყოლოდნენ“ - ამბობს ის.
Комментариев нет:
Отправить комментарий