ბლოგი საგანმანათლებლო მიზნით შევქმენი 2018 წლის 11 იანვარს.ასევე იმისათვის,რომ კრედიტი მიმეღო.გადავწყვიტე მათემატიკის შესახებ სიახლეები
ბლოგზე დამედო და ჩემი მოსწავლეებისათვის მიმეთითებინა ბლოგის მისამართი
და რა წაეკითხათ,რომ არ ეთქვათ ვერ მივაგენიო.ასევე გაკვეთილების ცხრილიც
რომ შეემოწმებინათ ხანდახან. ჩატარებული ღია გაკვეთილების სურათების
ნახვაც არ აწყენდათ ზოგჯერ.
მათემატიკის საგანმანათლებლო და განმავითარებელი პოტენციალი უსაზღვროა.
იგი უდიდეს როლს თამაშობს პიროვნების აზროვნების, ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავისი განვითარების მანძილზე მათემატიკა იძენს ბევრ ახალს ისე, რომ არ უარყოფს ადრე დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას, როგორც მოძველებულს და გამოუსადეგარს. ამიტომ სასწავლო საგანი მათემატიკა დიდი დროის მანძილზე ინარჩუნებს თავის ძირითად ბირთვს. ამის გამო მათემატიკის სასწავლო კურსი მუდმივად დგება მათემატიკის, როგორც განვითარებადი მეცნიერებასა და
მათემატიკის სტაბილურ ბირთვს შორის წინააღმდეგობების დაძლევის
აუცილებლობის წინაშე. მეცნიერების განვითარება ითხოვს მათემატიკური
განათლების შინაარსის მუდმივ განახლებას, მისი შინაარსის სოციალურ
დაკვეთასთან თანხვედრაში მოყვანას. დიდი დროის განმავლობაში მათემატიკის, როგორც სასკოლო საგანის ძირითადი ბირთვი იყო არითმეტიკის, ალგებრის, მათემატიკური ანალიზის საწყისების, სიბრტყის და სივრცის ევკლიდური გეომე-
ტრიის, ანალიზური გეომეტრიის, ტრიგონომეტრიის ელემენტები. ბოლო წლებში
კი პროგრამას დაემატა სიმრავლეთა თეორიის, ალბათობის თეორიის , მონაცემთა ანალიზის და მათემატიკური სტატისტიკის, კომბინატორიკის, მოდულური არითმეტიკის ელემენტები.
გამოვყოთ მათემატიკის სწავლების სამი ძირითადი მიზანი: საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი.
საგანმანათლებლო მიზანი - მათემატიკა, როგორც მყარი, ფუნქციური ცოდნის მიღების საშუალება. მოსწავლეებს გადაეცეს მეცნიერული ცოდნის გარკვეული სისტემა მოსწავლეები დაეუფლონ ზეპირ და წერით მათემატიკურ უნივერსალურ ენას . მოსწავლეებში მოხდეს მათემატიკური ცოდნის, მეთოდების გამოყენების უნარების განვითარება, მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენება.
აღმზრდელობითი მიზანი - მათემატიკა, როგორც აღზრდის ერთიანი და კონსტრუქტივისტული სისტემა.
• პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება
• ინიციატივის ხელშეწყობა
• მიზანზე ორიენტირებულობა და მიზნით მართული ქცევის დაუფლება.
• სწავლის სწავლა - მეტაკოგნიციური უნარის განვითარება
• შრომის ორგანიზება
• საკუთარი აზრის დაცვის უნარი
• კოლექტიური მუშაობის და სხვისი აზრის პატივისცემა .
განმავითარებელი მიზანი - მათემატიკა, როგორც პიროვნების მრავალმხრივი (კოგნიტური, სოციალურ-ემოციური...) განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა
• მათემატიკური ინტუიციისა და წარმოსახვის განვითარება
• ლოგიკური აზროვნების განვითარება
• წარმოსახვის განვითარება
• სივრცული წარმოდგენების ფორმირება;
• მსჯელობის, შეხედულებათა არგუმენტირების, მოვლენათა ანალიზის უნარი
• თვითეფექტიანობის განცდის განვითარება
ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა სწორად შერჩეული პროგრამა, მოსწავლეებზე ორიენტირებული კარგი სახელმძღვანელოები და სასწავლო ლიტერატურა, მაღალი კომპეტენციების მქონე მათემატიკის მასწავლებლები და სწორად შემუშავებული მათემატიკის სწავლების მეთოდიკა. კარგი სახელმძღვანელო და სასწავლო ლიტერატურა, პირველ რიგში, არის მოსწავლისათვის დაწერილი წიგნი და არა პედაგოგისათვის. მასში ხელმისაწვდომად და დაწვრილებით უნდა იყოს გადმოცემული სასწავლო მასალა, რომ მოსწავლეები არ დაფრთხნენ და შეძლონ საჭირო ინფორმაციის ადვილად, დამოუკიდებლად მოპოვება. თეორიული მასალა და სავარჯიშოები სისტემური კანონზომიერებით უნდა იყოს დალაგებული, არ უნდა ხდებოდეს გადა-საცემი ცოდნის ფრაგმენტიზაცია. მაღალი კომპეტენციების მქონე მათემატიკის მასწავლებელი არის კარგი მათემატიკოსი, მოსწავლეთა განვითარების სპეციფიკისა და თავისებურებების მცოდნე და კარგი მეთოდისტი. მან უნდა გაითავისოს, რომ მისი მთავარი ამოცანაა მოსწავლეს ნაცვლად ცოდნის პასიური გადაცემისა და ინფორმაციის დაგროვებაზე ორიენტაციისა, ასწავლოს სწავლის სწავლა, ანუ ის საშუალებები და სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, სასწავლო ლიტერატურის გააზრებულ გადამუშავებაში, არსებითის არაარსებითისაგან გამიჯვნაში და არ გადატვირთოს მისი გონება ზედმეტი ინფორმაციით, იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია მას შესაძლებელია დასჭირდეს ცხოვრებაში შემდგომ. იგი ასევე უნდა ეცადოს, რომ მოსწავლემ თავისი ცოდნა დააშენოს წინარე ცოდნაზე და დაუკავშიროს თავის გამოცდილებას.
მათემატიკის სწავლების მეთოდიკის შემუშავებისას უპირველეს ყოვლისა საჭიროა დაფიქრება იმაზე, თუ როგორი ადამიანი გვინდა მივიღოთ სასწავლო მასალის ათვისების შემდეგ. მათემატიკური ცოდნის საფუძვლების მქონე, მოაზროვნე, შემოქმედებით და აქტიურ შემმეცნებელი ადამიანს უვითარდება შემდეგი უნარები : ისწრაფვის განსხვავებულის სწავლისაკენ (ყველაფრისაგან შეიძლება სარგებლის მიღება)
შეუძლია სხვისი აზრის მიღება (ამაში რაღაც მართლა არის)
უჩნდება საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი (რატომაც არა?)
ეძიებს ერთი და იმავე პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას (შეიძლება სხვანაირადაც?)
არ აქვს შეცდომის დაშვების შიშის (რაღაცა უბრალოს ისე არ გაკეთება)
შეუძლია საკუთარი შეცდომების აღიარება და ანალიზის საფუძველზე მათი გამოყენება თვითშეფასებისათვის (ერთი და იმავე ადგილას არწაბორძიკება)
აქვს მეგობრის დახმარების სურვილი სწავლის პროცესში (ვასწავლი სხვას, ვსწავლობ თვითონ).
აყენებს საკუთარ ქმედებებს ეჭვქვეშ (არ ვიჩქარებ დასკვნების გაკეთებისას).
შეუძლია პრობლემების გადაწყვეტისას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება (მე თუ არა, მაშინ ვინ?)
მათემატიკის სწავლების მეთოდიკა არის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი:
რა არის სწავლების მიზანი, რა უნარებსა და კომპეტენციებზე გადის აღნიშნული
თემა და რატომაა მნიშვნელოვანი ეს უნარები და კომპეტენციები .
ვის ვასწავლოთ? (მოსწავლეთა ასაკობრივი, ინტელექტუალური თავისებურებების გათვალისწინებით),
როგორ ვასწავლოთ? (მათემატიკის სწავლების განსხვავებული მეთოდები
და საშუალებები)
Комментариев нет:
Отправить комментарий