რამ გამოიწვია ჩემი დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავების მხრივ
2020 წლის მარტის დასაწყისიდან გადავიდა საქართველოს სკოლები დისტანციურ სწავლებაზე.
მასწავლებლები დიდი გამოწვევების წინაშე დავდეგით. არ იყო დისტანციური
სწავლების გამოცდილება.
სანამ სხვა რაიმე პლატფორმას შევეჭიდებოდით , მანამ მესენჯერით დავიწყე,
zoom-იც მოვსინჯე. ძალიან მალე თიმსის პლატფორმით დავიწყე ონლაინ სწავლება.
განათლების სამინისტრომ შეისყიდა Microsoftoffice 365-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი teams და გაადვილდა სწავლება. დაიხვეწა თიმსი. გააქართულეს, დაემატა ბევრი ფუნქცია და უკვე
15 სექტემბრისთვის ,როდესაც ბათუმის ბევრ სკოლაში ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა
სწავლის პროცესი,უკვე ისე აღარ გაჭირდა, რადგან გამოცდილება მქონდა.
ონლაი სწავლებას ბევრი ხარვეზი აქვს,ვიდრე პირდაპირ შეხვედრების დროს სწავლებას,
მაგრამ შესაძლებლობა მომცა ტექნოლოგიებს მეტად გავცნობოდი.ეს გამოიწვია გარემოებამ და იმაზე ფიქრმა,მოსწავლესათვის გასაგებად როგორ მიმეწოდებინა ინფორმაცია.
დავიწყე ინტერნეტში მოგზაურობა, წავაწყდი სხვადასხვა რესურსებს, მოვისმინე
ვებინარების ჩანაწერები და დამებადა სურვილი მეც გამეკეთებინა ელ.რესურსები, რომ გაკვეთილზე ჩემი რესურსი გამეზიარებინა,თუმცა სხვისი რესურსები ბლომად იყო.
ჩემი მოსწავლეებისთვის რა კუთხით მინდოდა დამენახვებინა საკითხი , ჩემზე უკეთ
სხვამ რა იცოდა. ბევრმა მასწავლებელმა დაიწყო ახსნებით ვიდეოს დადება.ინგლისურიდან ნათარგმნების გაზიარება. მართალია ბევრი დრო მიაქვს ელ.რესურსების დამზადებას,
მაგრამ სიხარული ,რომელსაც განიჭებს ყოველი ახალი რესურსის შექმნა , განუზომელია.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი შექმნილი რესურსების ბმულები:
1) მე-5 კლასი,,ერთეულები“
2) მე-5 კლასი ,,ფართობი და მისი ერთეულები“
3) მე-11კლასი ,,უტოლობა“
4) მე-11კლასი ,,ლოგარითმი“
5) მე-11კლასი ,,ლოგარითმული ფუნქცია“
6) მე-11კლასი ,,განტოლება“
7) მე-11 კლასი ,,უტოლობა“
8) მე-5კლასი ,,გეომეტრიული ფიგურები“
9) მე-6კლასი ,,უსგ“
10) მე-6კლასი ,,უსჯ“
11) მე-5კლასი ,,თანრიგები“
12) მე-6კლასი ,,ათწილადი“
13) მე-5კლასი ,,წილადი“
14) მე-5კლასი ,,ნატურალური რიცხვები“
15) ყველასთვის ,,თვლის სისტემები“
16) მე-5კლასი ,,თანრიგები და კლასები“
17) მე-5კლასი ,,ხარისხი“
18) მე-5კლასი ,,შეკრების თვისებები“
19) მე-5კლასი ,,გამრავლების თვისებები“
20) მე-5კლასი ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები“
21) მე-5 კლასი ,,გაყოფადობის ნიშნები“
22) მე-5კლასი ,,გიგანტური რიცხვები“
23) მე-5კლასი ,,გამყოფი და ჯერადი“
24) მე-5კლასი ,,წილადი“
25) მე-5კლასი,,ნატურალური რიცხვების დამრგვალება
26) მე-5კლასი ,,სამნიშნა რიცხვზე გაყოფა“
27) მე-7კლ,,შემოკლებული გამრავლების ფორმულები“
დავიწყე ვიდეოს ჩაწერაც;
1. ,,წილადების შეკრება“
2. ,,უსჯ-ს პოვნა“
3. ,,უსგ-ს პოვნა“
4. ,,მობრუნება“
5. ,,პარალელური გადატანა“
6. ,,წრეწირი და წრე“
7. ,,წრე“
8. ,,წრეწირი“
9. ,,ღერძული სიმეტრია“
10. ,,წრეწირების ურთიერთგანლაგება“
11. ,,მრავალწახნაგა და შლილი“
12. ,,ტრაპეცია“
13. ,,მონაკვეთის დაყოფა ტოლ ნაწილებად“
14. ,,წილადების გამოკლება"
მოვსინჯე: კომიქსი
ჩემი პირველი ხმოვანი ციფრული წიგნი
პირველი კომპლექსური დავალება sway-ში
გავახმოვანე ინგლისურენოვანი ვიდეო
,,შერეული რიცხვი და არაწესიერი წილადი“
მეორე ელექტრონული წიგნი
მაქვს უკვე youtube არხი და ყველა ჩემი ნამუშევარი ელ.რესურსები იქ ავტვირთე . მისი მისამართია
https://www.youtube.com/channel/UCkiwEC1rrIUPBaWHWcKDe1A/videos
მქონდა შეხება შემდეგ საიტებთან, სადაც ჩემ მოსწავლეებს დავუმზადე სხვადასხვა ტიპის ტესტები,კროსვორდები...
Wisc-online.com
Kahoot.com
Cram.com
Canva.com
Wordwall.net
Learningapps.org
Phet.colorado.edu
2021 წლის 23-24 იანვარს ჩატარდა პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელი“-ს ფორუმი. ეხებოდა 2020 წლის შეჯამებას ამ პროექტის ფარგლებში.
პირველი დღე იყო ვებინარი. მეორე დღე დაეთმო საგნობრივ პრეზენტაციებს, რომლებიც,ჩატარდა პანელური სესიების სახით.
ფორუმი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში პლატფორმა TEAMS-ის ფორმატში.
იყო 42 სექცია,500 მასწავლებელი. მათემატიკაში 4 პანელი.
მე ვიყავი მე-2 პანელზე მე-5 მომხსენებლად, გამოვედი მე-4 მომხსენებლად. დრო პრეზენტაციის წარდგენისათვის იყო 7-10 წთ და 5 წთ კითხვა-სასუხის რეჟიმი. ე. ი . თითოეულ პრეზენტატორს 15 წთ დრო. აქ იყო 13 მასწავლებელი. პანელის ფასილიტატორები იყვნენ:
1) ნონა გორგილაძე
2) თამარ მურუსიძე
ჩემი თემა იყო კომპლექსური დავალება ,,წილადები ცხოვრებაში“.
ეხებოდა მე-6 კლასში ჩატარებული კომპლექსური დავალების პროცესის შეჯამებას.ჩემი საგნობრივი ტრენერი იყო როინ ნაკაიძე.
ფორუმმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზის პირობებში.
ჩემ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ვიდეოს სახით და powerpoint-ის ფაილის სახით მაქვს ჩემ პორტფოლიოში.
ასევე ეს ყველაფერი გაფორმებული მაქვს wakelet-ში,რომლის ბმულია ეს.
სამახსოვრო ფოტო 24 . 01. 2021
Комментариев нет:
Отправить комментарий