რეფლექსია ჩატარებული
გაკვეთილის შესახებ
(სსიპ ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო დიასამიძე)
ამა წლის
(2017წ.) 7 ნოემბერს მე-7 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ,,მთელი რიცხვები“,რომელზეც
მესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები.
მოსწავლეებმა
გეგმით განსაზღვრულ შედეგებს უმეტესწილად მიაღწიეს.გაიგეს უარყოფითი რიცხვები,
მათი
საჭიროება და გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში.გააფარ-
თოვეს თავიანთი თვალსაწიერი რიცხვების შესახებ.მათ-
თვის ნასწავლ
რიცხვებს მიამატეს დადებითი და უარყოფითი,მთელი და მოპირდაპირე რიცხვები.შედეგი გამოჩნდა
ჯგუფური მუშაობის შემდეგ პრეზენტაციის
გაკეთების დროს.მათ
ამოარჩიეს მოცემული რიცხვებიდან მთელი რიცხვები და გამოსახეს რიცხვით წრფეზე.უმე-
ტესად
ჯგუფებმა დამაკმაყოფილებლად წარმოადგინეს ნაშრომები. რა თქმა უნდა
იყო შეცდომებიც.ზოგიერთ
ჯგუფს სწორად არ ქონდა მასშტაბი არჩეული,ზოგიერთს
მოპირდაპირე რიცხვების დაშორება სათავიდან,ზოგსაც
ათწილადი რიცხვები გამოესახა
რიცხვით წრფეზე.
გაკვეთილზე
გამოყენებული ოთხივე აქტივობა იყო აუცილებელი და საჭირო მიზნის მისაღწევად.პირველი
ორი საჭირო იყო წინარე ცოდნის გასახსენებლად.მესამე
ახალი რიცხვების გასაცნობად და
მეოთხე იყო ჯგუფური მუშაობა,სადაც გამოავლინეს თავიანთი ცოდნა ,იმის შე-
სახებ თუ როგორ გაიგეს ახალი მასალა.ბოლო
აქტივობამ
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია.
მე-5 აქტივობა
იყო საშინაო დავალების მიცემა და ბოლო აქტივობაც იყო,მაგრამ ის მე-3 აქტივობის დასრულებისას
გადავანაცვლე,რადგან გადავწყვიტე
რომ აქვე ცოდნოდათ
რა უნდა მოემზადებინათ მეორე გაკვეთილისთვის.
გაკვეთილის
ბოლო ეტაპზე მინდოდა გასასვლელი ბარათები შეევსოთ მოსწავლეებს, მაგრამ დრო აღარ დარჩა.
პრეზენტაცია ყველა ჯგუფმა ვერ
მოასწრო დროის ლიმიტის ამოწურვის გამო.ამოტომ დანარჩენი ჯგუფების პრეზენტაციები გადავიტანე
მეორე გაკვეთილისთვის. ისედაც ამ თემას ორი საათი ქონდა დათმობილი.
სამომავლოდ
იგივე თემის ჩატარებისას შეიძლება დრო
ისე გავანაწილო,რომ პირველი სამი აქტივობა დავტოვო
ერთი საგაკვეთილო პროცესისათვის,ხოლო
ორი აქტივობა
გადავიტანო მეორე საგაკვეთილო პროცესისათვის,რომ უფრო
მეტი დრო დარჩეს მოსწავლეებს მოსმენისა და მუშაობისთვის.
ჩემი ყველაზე
დიდი წარმატება იყო,ის რომ მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს,უსმენდნენ ერთმანეთს,მანიშნებ-
დნენ ხელის აწევით ან მწვანე
ბარათის ჩვენებით.ამას მივაღ-
წიე იმით,რომ ქცევის წესები სასწავლო წლის დასაწყისშივე
შევიმუშავეთ და რუტინულად ვიმეორებდით.
სირთულეს
წავაწყდი დროის ფაქტორთან დაკავშირებით
.ისე არ გამოდის დროის დაცვა, როგორც განაწილებული გაქვს.მეტი დროა საჭირო ,რომ
მოსწავლემ სიღრმი-სეულად გაიგოს საკითხი.
გაკვეთილმა
მომცა გამოცდილება ,იმისა რომ მეტი ყურადღება მივაქციო დაგეგმვის დროს დროის განაწი-
ლებას.ნაკლები აქტივობა შევიტანო
და მეტი დრო და-
ვუთმო თითოეულს.
მთლიანობაში
გაკვეთილი დამაკმაყოფილებელი გამო-
ვიდა და დამანახა ის ,რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია
თავის გამოჩენა,ისეთსაც კი,რომელიც
არ გგონია რომ გასახელებს.რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში ,
რომ ყველა ინდივიდი
განუმეორებელი და ამოუცნობია.
Комментариев нет:
Добавлять новые комментарии запрещено.