Wikipedia

Результаты поиска

среда, 17 января 2018 г.

მათემატიკა

            

              ცნობილი ადამიანები მათემატიკაზე




  • „მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის რაზე



             ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა და „მეცნიერებას, ცოდნას,
 სწავლას“ ნიშნავს, ხოლო მათემატიკოსი – „სწავლის მოყვარულს“.
             ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების,გეომეტრი-
ული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. 
             მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა
 ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად დაინერგა
 მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ“. აქვე გაჩნდა ევკლიდეს გეო-
მეტრია. შუა საუკუნეებში მათემატიკა არსებობას განაგრძობდა ადრეული ჰუმანი-
ზმის უნივერსიტეტებსა და არაბულ სამყაროში.
            ადრეულ ახალ დროში ვიეტიმ შემოიტანა ცვლადის ცნება. რენე დეკარტმა
 საკოორდინატო სისტემის შემოტანით გზა გაუხსნა გეომეტრიისადმი გამოთ-
ვლით მიდგომას. 
          გვიანდელი ახალი დროის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო უფრო და უფრო
 რთული ალგებრული განტოლებების ამოხსნა. ამ საკითხების კვლევისას  აბელი 
 და გალუა მივიდნენ ჯგუფის ცნებამდე, რაც თანამედროვე ალგებრის შექმნის ერთ-
ერთი  წინაპირობა იყო. 

       მათემატიკური მეცნიერებები საქართველოში

       საქართველოში მათემატიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
 გახსნისთანავე (1918 წელი) დაიწყო. ქართველი მათემატიკოსების პირველ თაობას განეკუთნებოდნენ: ანდრია რაზმაძენიკოლოზ მუსხელიშვილიარჩილ ხარაძე და 
       პირველი დარგი რომელშიც საქართველოში დაიწყო მეცნიერული მუშაობა იყო
 ვარიაციული აღრიცხვა (ა. რაზმაძე). ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას და ვ. კუპრაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი დრეკადობის თეორიასა და დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების დარგებში. შ. მიქელაძის თაოსნობით საფუძველი დაედო მეცნიერულ კვლევას რიცხვით ანალიზში.
 ვ. ჭელიძემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუშაობის ორგანიზაციას მათემატიკური ანალიზის დარგებში. გ ჭოღოშვილმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას ტოპოლოგიასა და
       დღეს საქართველოში მოქმედებს რამდენიმე მათემატიკური კვლევითი დაწესებუ-
ლება,მათ შორის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკური 
კვლევა მიმდინარეობს ასევე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

             მათემატიკა დედუქციური მეცნიერებაა. ეს ნიშნავს რომ, მისი თითოეული
 მტკიცებულება - მიიღება სხვა უკვე ცნობილი თეორემების საფუძველზე,დამტკიცების
 საშუალებით. პირველადი წინადადებები, ე.წ. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და
 მოცემული მათემატიკური თეორიის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.
               შესწავლის საგნისა და მეთოდების მიხედვით საბაზისო მათემატიკა შეიძლება 
დაიყოს  სამ ნაწილად:ალგებრა,ანალიზი,გეომეტრია.თუმცა ეს დაყოფა ძალზედ პირო-
ბითია და მათემატიკის შედარებით მაღალ საფეხურებზე კარგავს მნიშვნელობას.

         


Комментариев нет:

Отправить комментарий

                         geogebra-ში  გაკეთებული  ცილინდრი და  მისი