Wikipedia

Результаты поиска

четверг, 5 мая 2022 г.

пятница, 26 января 2018 г.

აზრები



          პლუტარქეს გამონათქვამი  „გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც
 უნდა  აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“.                                



         ჟან გაბენის ათი მცნება

1. ყველაზე დიდი მტერი ადამიანის ცხოვრებაში - საკუთარი თავი;
2. ყველაზე დიდი სისულელე ადამიანის ცხოვრებაში - ტყუილი;
3. ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანის ცხოვრებაში - საკუთარი თავის დაკარგვა;

4. ყველაზე დიდი დანაშაული ადამიანის ცხოვრებაში - უმადურობა;
5. ყველაზე დიდი აღფრთოვანება ადამიანის ცხოვრებაში - წამოდგომა დაცემის შემდგომ;
6. ყველაზე დიდი დანაკარგი ადამიანის ცხოვრებაში - იმედის დაკარგვა;
7. ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანის ცხოვრებაში - ჯანმრთელობა და გონიერება;
8. ყველაზე დიდი ვალდებულება ადამიანის ცხოვრებაში - გულწრფელი გრძნობები;
9. ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანის ცხოვრებაში - სულგრძელობა;
10. ყველაზე დიდი ნუგეშისცემა ადამიანის ცხოვრებაში - კეთილი საქმეები.



   მასწავლებლის ათი მცნება


1.   გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია,
 ნუ ასწავლი ბავშვებს.

2.   ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3.   გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4.   ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5.   იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში. 

6.   სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7.   იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8.   გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9.   ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა 
თუ გაქვს გული.

10.   იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა. 









среда, 17 января 2018 г.

მათემატიკა

            

              ცნობილი ადამიანები მათემატიკაზე




  • „მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის რაზე



             ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა და „მეცნიერებას, ცოდნას,
 სწავლას“ ნიშნავს, ხოლო მათემატიკოსი – „სწავლის მოყვარულს“.
             ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების,გეომეტრი-
ული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. 
             მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა
 ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად დაინერგა
 მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ“. აქვე გაჩნდა ევკლიდეს გეო-
მეტრია. შუა საუკუნეებში მათემატიკა არსებობას განაგრძობდა ადრეული ჰუმანი-
ზმის უნივერსიტეტებსა და არაბულ სამყაროში.
            ადრეულ ახალ დროში ვიეტიმ შემოიტანა ცვლადის ცნება. რენე დეკარტმა
 საკოორდინატო სისტემის შემოტანით გზა გაუხსნა გეომეტრიისადმი გამოთ-
ვლით მიდგომას. 
          გვიანდელი ახალი დროის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო უფრო და უფრო
 რთული ალგებრული განტოლებების ამოხსნა. ამ საკითხების კვლევისას  აბელი 
 და გალუა მივიდნენ ჯგუფის ცნებამდე, რაც თანამედროვე ალგებრის შექმნის ერთ-
ერთი  წინაპირობა იყო. 

       მათემატიკური მეცნიერებები საქართველოში

       საქართველოში მათემატიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
 გახსნისთანავე (1918 წელი) დაიწყო. ქართველი მათემატიკოსების პირველ თაობას განეკუთნებოდნენ: ანდრია რაზმაძენიკოლოზ მუსხელიშვილიარჩილ ხარაძე და 
       პირველი დარგი რომელშიც საქართველოში დაიწყო მეცნიერული მუშაობა იყო
 ვარიაციული აღრიცხვა (ა. რაზმაძე). ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას და ვ. კუპრაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი დრეკადობის თეორიასა და დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების დარგებში. შ. მიქელაძის თაოსნობით საფუძველი დაედო მეცნიერულ კვლევას რიცხვით ანალიზში.
 ვ. ჭელიძემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუშაობის ორგანიზაციას მათემატიკური ანალიზის დარგებში. გ ჭოღოშვილმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას ტოპოლოგიასა და
       დღეს საქართველოში მოქმედებს რამდენიმე მათემატიკური კვლევითი დაწესებუ-
ლება,მათ შორის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკური 
კვლევა მიმდინარეობს ასევე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

             მათემატიკა დედუქციური მეცნიერებაა. ეს ნიშნავს რომ, მისი თითოეული
 მტკიცებულება - მიიღება სხვა უკვე ცნობილი თეორემების საფუძველზე,დამტკიცების
 საშუალებით. პირველადი წინადადებები, ე.წ. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და
 მოცემული მათემატიკური თეორიის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.
               შესწავლის საგნისა და მეთოდების მიხედვით საბაზისო მათემატიკა შეიძლება 
დაიყოს  სამ ნაწილად:ალგებრა,ანალიზი,გეომეტრია.თუმცა ეს დაყოფა ძალზედ პირო-
ბითია და მათემატიკის შედარებით მაღალ საფეხურებზე კარგავს მნიშვნელობას.

         


понедельник, 15 января 2018 г.

ნობელის პრემია

     

ალფრედ ნობელი
                     ალფრედ ბერნჰარდ ნობელი 

         ნობელის პრემია — ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი   დამაარსებლის   შვედი 
ინჟინრის,  ქიმიკოსის,  გამომგონებლისა და
 მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის  პატივსაცემად.
    
  ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა  შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი.  პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და
 სარწმუნოების  განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის,
 ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული
 ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.
     ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის  პრემიის ფონდის შემოსავლით 
(როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების
 უფლება  აქვს სტოკჰოლმის  სამეფო მეცნიერებათა  აკადემიას (ფიზიკის და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია  ეკონომიკის დარგში — 1968), 
       კაროლინის სამეფო სამედიცინო — ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში
 (ფიზიოლოგიასა  და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას  სტოკჰოლმში (ლიტერატურის
 დარგში), ნორვეგიაში  ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის
 პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ
 პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მარი სკლოდოვსკა-
კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ — 1903 და 1911).
             ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10დეკემბერს — ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც 
ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901წელს. ნობელის
 პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში — ს.რენტგენს(1901),მ.პლანკს  (1918), 
ა.აინშტაინსა. (1921), ნ.ბორსნ.  (1922), ე.რეზერფორდს (1908),ლევ ლანდაუს(1962) და სხვებს. ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში — ი.პავლოვსი.  (1904), რ.კოხს (1905) და სხვებს. ლიტერატურის დარგში —რ.თაგორს  (1913),რ.როლანს  (1915), თ მანს (1929),მ.შოლოხოვს  
(1965) და სხვებს.

ფილდსის მედალი

     

  ფილდზის მედალი (ინგლ. Fields Medal) — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ 
ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ 
კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
          პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდზის  ანდერძით. 
  პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული
 გახდა.მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატი-
კოსი  მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.
   ფილდზის მედალი საყოველთაოდ მათემატიკის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა.
 მედალს  თან ახლავს ფულადი პრემია, რომელმაც 2006 წელს €10,550 შეადგინა.
    ფილდზის მედალს ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ. ეს შედარება
 არაზუსტია, ვინაიდან მედალს მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გასცემენ და ლაურეატები 
40 წლის ასაკს არ უნდა სცილდებოდნენ. უფრო ზუსტად ლაურეატის 40 წლისთავი ფილდზის მედლის მიღების წლის 1 იანვრამდე არ უნდა იყოს. ფულადი პრემიაც საკმაოდ ჩამორჩება
 ნობელის პრემიის ლაურეატებისთვის გაცემულ $1,3 მილიონს (როდესაც პრემია არ იყოფა). 
ასევე, ფილდზის მედალი მიენიჭება კვლევის მოცულობისთვის, და არა რაიმე კონკრეტული შედეგისთვის.
ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც ფილდზის
 მედალი გადაეცა.

მარიამ მირზახანი

          ირანელი მარიამ მირზახანი, რომელიც პირველი ქალი ფილდსის მედალოსანი იყო მათემატიკაში, ახლახანს დაიღუპა ამერიკაში 40 წლის ასაკში.   ფილდსის მედალით, რომელსაც „მათემატიკის ნობელის პრემიას“ უწოდებენ, ოთხ წელიწადში ერთხელ ოთხ ან ორ მათემატიკოსს აჯილდოვებენ, რომელთა ასაკი 40 წელს არ აღემატება.
  ფილდსის მედალი პროფესორ მირზახანის 2014 წელს მიენიჭა კომპლექსურ გეომეტრიასა და დინამიკურ სისტემებზე ნაშრომებისათვის.
პროფესორ მირზახანის და მის მეუღლეს, ჩეხ მეცნიერ იან ვონდრაკს ერთი გოგო ჰყავთ.
ირანელი სპიკერი ალი ლარიჯანი იყენებს პროფესორი მირზახანის ძველ ფოტოს, სადაც ამბობს, რომ მისმა დაკარგვამ „დიდი სინანული გამოიწვია“.
ფოტო: INSTAGRAM
სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მარკ ტეზიე-ლავინმა პროფესორი მირზახანი ასე დაახასიათა: „ბრწყინვალე მათემატიკოსი და ასევე თავმდაბალი პიროვნება, რომელიც ჯილდოებს იმ იმედით თანხმდებოდა, რომ ის ოდესღაც ვიღაცას სტიმულს მისცემდა, რომ მის კვალს გაჰყოლოდა“.
„მარიამი ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ მისი გავლენა სამუდამოდ იცოცხლებს იმ ათასობით ქალზე, რომლებიც მან შთააგონა, რომ მათემატიკასა და მეცნიერებას გაჰყოლოდნენ“ - ამბობს ის.


                         geogebra-ში  გაკეთებული  ცილინდრი და  მისი